შალვა პაპუაშვილი: კომისიის დასკვნა არის დღეს ის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფასებთან დაკავშირებით ზედაპირული საუბარი არ იყოს

“კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ზუსტად კომისიის დასკვნა არის დღეს ის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფასებთან დაკავშირებით ზედაპირული საუბარი არ იყოს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში ყველა, მათ შორის საკითხში გაურკვეველი ადამიანიც ადვილად გაერკვევა – როგორ ხდება ფასწარმოქმნა, რა რგოლებია შიგნით, სად არის გამოწვევები სამართლებრივი ჩარჩოს, მენეჯმენტის მხრივ და ა.შ.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ზუსტად კომისიის დასკვნა არის დღეს ის დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფასებთან დაკავშირებით ზედაპირული საუბარი არ იყოს, რაც ყოველთვის იყო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ამ დასკვნაში ყველა, მათ შორის საკითხში გაურკვეველი ადამიანიც ადვილად გაერკვევა – როგორ ხდება ფასწარმოქმნა, რა რგოლებია შიგნით, სად არის გამოწვევები სამართლებრივი ჩარჩოს, მენეჯმენტის მხრივ და ა.შ.

მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტმა გასცა, მათ შორის მთავრობისთვის, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ისეთი ღონისძიებები მივიღოთ საკანონმდებლო ჩარჩოსთვის, თუ სხვა სახით, რომელიც შესაძლებელს გახდის უფრო ობიექტური იყოს ფასები. მისასალმებელია თავად ბიზნესის ინიციატივა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ მათ შორის ერთ-ერთი მიგნება, რაც კომისიის იყო, რომ დახლის ფასი და გასაყიდი ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება, გარკვეულ სისტემაში მოექცეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები