შალვა პაპუაშვილი: რომ არა ქართველების წვლილი, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე, არანაირი ევროკავშირის დღე არ იარსებებდა
“რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაიაზროს ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, აპირებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებას.
პაპუაშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა იგეგმება.
„სამწუხაროდ, შარშან 9 მაისს ვერ ვიხილეთ ევროკავშირის ვერცერთი წარმომადგენელი 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ვეტერანებიც იყვნენ წარმოდგენილები. ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ მათგან 9 მაისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, რომ არა ქართველების წვლილი, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე, არანაირი ევროკავშირის დღე არ იარსებებდა. იქნებოდა ევროპა გეოგრაფიულად, მაგრამ როგორი იქნება ეს იდეოლოგიურად? ყველამ კარგად ვიცით ისტორიულად, რას გულისხმობდა ფაშიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.