შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი რაიმე ღირებულებაზე ნუ დაგველაპარაკება
“მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი რაიმე ღირებულებაზე, წესზე თუ კანონზე ნუ დაგველაპარაკება. როდესაც არიან დიქტატორის, მწამებლის, კორუმპირებული ადამიანის ფანკლუბის წევრები, ეს უკვე განაჩენია მათთვის”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ საქართველოს შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტით, მაგრამ როგორც სხვა დროს ცდილობდნენ, რომ დაგვაზიანონ, ამას საბოლოო ჯამში ვერ მიიღებენ. ვერ მიიღებენ მთავარ რამეს, რომ ქართველმა ხალხმა მათი პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედოს. მათ არც ქართული ჟურნალისტიკა, არც ქართველების კარგად ყოფნა აინტერესებთ, ერთადერთი რამ აინტერესებთ იუკნევიჩიენეს და მსგავსი აკვიატებული აზრის მქონე ადამიანებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ იარაღად. ჩვენ ვართ დანახული იარაღი, როგორც რუსეთის წინააღმდეგ, სხვა დანიშნულებას ჩვენ ხალხში ვერ ხედავენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.