უკრაინამ რუსეთის ქალაქზე დრონით იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ჩებოქსარზე დრონებით შეტევა მიიტანა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS წერს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და სავარაუდოდ დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო ობიექტი.

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 5 მაისს ჩებოქსარში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი მცხოვრები საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ორი ​​მცხოვრები, რომელთა მდგომარეობა მსუბუქია, ამბულატორიულ მკურნალობას გადის“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ინფორმაცია ზარალის შესახებ ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები