აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი, ექვსი წყლის რეზერვუარი, ოთხი სათავე ნაგებობა, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები აშენდება.
ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და ასევე დაბებში განხორციელდება.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი;
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის“ წევრები და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები