აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარადგინა

მიმდინარე წლის განსახორციელებელი პროგრამები, დაგეგმილი სიახლეები – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარადგინა.
საოჯახო მეურნეობისა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2024 წელს 5 მილიონამდე ლარის სუბსიდიას განახორციელებს.
ასევე გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება.მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადების მიხედვით.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან, მერიის სხვადასხვა სამსახურთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები