„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს, რუსეთი უნდა დაინგრეს“ – ლატვიის პრეზიდენტი
სრულად ვუჭერ მხარს ემანუელ მაკრონს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს და დაინგრეს.
„მე სრულად ვუჭერ მხარს ემანუელ მაკრონს: ჩვენ არ უნდა გავავლოთ წითელი ხაზები ჩვენთვის, ჩვენ უნდა გავავლოთ წითელი ხაზები რუსეთისთვის და არ უნდა გვეშინოდეს მათი აღსრულების. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. რუსეთი უნდა დაინგრეს!“ – წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.
I fully support @EmmanuelMacron: we should not draw red lines for ourselves, we must draw red lines for Russia and we should not be afraid to enforce them. Ukraine must win, Russia must be defeated. Russia delenda est!
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) March 15, 2024