ირანი რუსეთს კვერცხებს უგზავნის
ირანი უახლოეს 20 დღეში რუსეთში ქათმის კვერცხების პირველ პარტიას გაგზავნის.
ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის მეფრინველეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ჰამიდ რეზა კაშანმა განაცხადა.
გასულ წელს რუსეთში ქათმის კვერცხის ფასი მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა, წელს კლება შეინიშნება.
გასული წლის ბოლოდან – 3 მარტამდე პერიოდში რუსეთში აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 28,5 მილიონი კვერცხი შევიდა.
“როსელხოზნადზორი” იმედოვნებს, რომ 2024 წელს კვერცხისა და ხორცის წარმოების მოცულობა გაიზრდება.