მერია: ოზურგეთის მუნიციპალურ ინსპექციას დოლიძის ქუჩაზე თანამედროვე ოფისი ექნება

ოზურგეთის მუნიციპალურ ინსპექციას დოლიძის ქუჩაზე თანამედროვე ოფისი ექნება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელთან, გენო კიშინსკისთან ერთად გაეცნო.

„მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა – დარღვევების პრევენციის, მათზე რეაგირების და მომსახურების მხრივ, ეფექტიანი და წარმატებული სამსახურია. მინდა, წარმატებები ვუსურვო ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს!,“- აღნიშნა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები