ბოლნისის მერიაში „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა“ ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-29 წლის ახალგაზრდებმა.

კვლევის შედეგები, პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას, მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში სალომე საღინაძემ წარუდგინა. დოკუმენტის განხილვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედია დაესწრო.
საჯარო პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საჭიროების კვლევის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის“ მიზანი იყო შეეფასებინა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების მდგომარეობა და გამოევლინა მათი საჭიროებები, ინტერესები და გამოწვევები.
კვლევის შედეგების ანალიზის შემდგომ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდება მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მთავარი მიზნები, ამოცანები და გადაჭრის გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები