გოგი მეშველიანი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანსის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაციას დაესწრო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა“ ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-29 წლის ახალგაზრდებმა.

„დავესწარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციას და მოვისმინეთ საინტერესო ანალიზი, იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე რაც ჩვენს ახალგაზრდებს აწუხებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ავტორებს, მონაწილეებს, ინიციატორებს და ყველა ჩართულ მხარეს. ვფიქრობ, თვითმმართველობა კვლევის საფუძველზე პირველ რიგში შეიმუშავებს სტრატეგიულ დოკუმენტს, სამოქმედო გეგმას და ჩვენი ყველას ჩართულობით არსებული რესურსებისა და შესაძლებლობის ფარგლებში გონივრულ ვადაში ეფექტურად უპასუხებს ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებს. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა
კვლევის შედეგები, პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას, მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში სალომე საღინაძემ წარუდგინა. დოკუმენტის განხილვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედია დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები