ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს იდეათონი გაიმართება

ახალგაზრდული “იდეათონის” მიზანია გამოავლინოს კრეატიული და საინტერესო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის, განვითარებას, ეკომეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, სასურველი საცხოვრებელი და ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ქალაქის შექმნას.

“იდეათონში” მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6

იდეათონში გამარჯვებული იდეები რეალობად იქცევა და ქუთაისში განხორციელდება. “იდეათონი” იმართება ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით.

იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
“იდეათონის” პარტნიორები არიან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
იდეათონის დებულების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/zgMTjwY8phZkfAs79

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები