ბორჯომში, ყვავილების ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ქალებს ყვავილები გადასცეს (ფოტოგალერეა)

ბორჯომში, ყვავილების ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანიმატორებმა ქუჩაში მოსიარულე ქალებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ყვავილების ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ანიმატორებმა ქუჩაში მოსიარულე ქალებს ყვავილები გადასცეს. მათ საშუალება ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ ფოტო ჩარჩოში ფოტოები გადაეღოთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები