ნინო წილოსანი – რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: ქვეყნების უფრო და უფრო დიდი ნაწილი უერთდება იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომ სუვერენული უფლებაა, ჰქონდეთ გამჭვირვალე ინფორმაცია, თუ ვინ და რატომ ხარჯავს მათ ქვეყანაში თანხებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.

„როდესაც ჩვენ აღნიშნულ [გამჭვირვალეობის შესახებ] კანონმდებლობას ვიღებდით, მათ შორის, სამწუხაროდ ევროკავშირის პოლიტიკოსების მხრიდან ვიყავით დიდი კრიტიკის და განკიცხვის ობიექტები. ვხედავთ, რომ ქვეყნების უფრო და უფრო დიდი ნაწილი უერთდება იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომ სუვერენული უფლებაა, ჰქონდეთ გამჭვირვალე ინფორმაცია, თუ ვინ და რატომ ხარჯავს მათ ქვეყანაში თანხებს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები