“ევროპარლამენტიდან შემოტევა მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია და რეზოლუციებით უწყობდნენ ხელს გარკვეული ექსტრემისტული პროცესების განვითარებას,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა.
„ევროპარლამენტიდან შემოტევა მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია და რეზოლუციებით უწყობდნენ ხელს გარკვეული ექსტრემისტული პროცესების განვითარებას. როდესაც [მედიას] ამის მაგალითები მოგყავს და აშუქებ საზოგადოებისთვის, პრორუსულ და ანტიევროპულ პოლიტიკად ითვლება. დეზინფორმაციას ეძახიან ამას. არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის.