თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: ასეთი აბსურდული რეზოლუციებით ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშს.
„ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ ასეთი აბსურდული რეზოლუციებით, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული დავალებების შესრულების კვალდაკვალ აგრძელებენ და ერთიმეორეზე მეტად უსამართლო დოკუმენტების შემოთავაზებას“ , – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილ ანგარიშს კენჭს დღეს უყრის.