ოზურგეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვეტერანებს 8 მარტი მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ვეტერანებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს! ჩვენი მადლიერება დღეს ვეტერანების მიმართ სიგელების გადაცემით გამოვხატეთ. მადლობა ოზურგეთის სახელით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის!“- აღნიშნა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები