ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ საპატიო მოქალაქე ქალბატონებს 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მიულოცეს.

მათ ბორჯომელ საპატიო მოქალაქეებს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები და „მეგატექნიკის“ ვაუჩერები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები