აშშ მოსკოვში მყოფ მოქალაქეებს 48 საათის განმავლობაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
რუსეთში აშშ-ის საელჩო მოსკოვში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს 48 საათის განმავლობაში შესაძლო ტერაქტების შესახებ.
ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„საელჩო აკვირდება ინფორმაციებს, რომ ექსტრემისტები მოსკოვში დიდ შეკრებებზე აპირებენ თავდასხმებს, განსაკუთრებით, კონცერტებზე და ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო, ასევე, ახსენებს მოქალაქეებს, რომ რუსეთში მოგზაურობის რეკომენდაცია მე-4 დონეზე რჩება, რაც ნიშნავს – “არ იმოგზაუროთ”.