ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა გილიოტინით – ისტორია 1939 წლის საფრანგეთიდან

1908 წელს გერმანიაში დაბადებულმა ევგენი ვეიდმანმა ქურდობა პატარა ასაკიდანვე დაიწყო და ზრდასრულ ასაკშიც არ მიატოვა კრიმინალური ჩვევები. ყაჩაღობისთვის ხუთწლიან სასჯელსაც იხდიდა. ერთხელაც ის მომავალ კრიმინალურ პარტნიორებსმ როჯერ მილონსა და ჟან ბლანს შეხვდა. გათავისუფლების შემდეგ სამივემ ერთად დაიწყო „მუშაობა“ –  პარიზში ტურისტებს ძარცვავდნენ და იტაცებდნენ.

1938 წლის 17 ივნისი – ევგენი ვეიდმანი პოლიციას უჩვენებს გამოქვაბულს ტყეში, სადაც მან მედდა ჟანინ კელერი მოკლა.

მათ გაძარცვეს და მოკლეს ახალგაზრდა ნიუ-იორკელი მოცეკვავე, მძღოლი, მედდა, თეატრის პროდიუსერი, აქტივისტი და უძრავი ქონების აგენტი. სამართალდაცველებმა, საბოლოოდ, მიაგნეს ვეიდმანს. ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულს, კართან ორი პოლიციელი დახვდა. ვეიდმანმა ოფიცრებს პისტოლეტიდან ესროლა და დაჭრა კიდეც ისინი, თუმცა სამართალდამცველებმა კრიმინალის განეიტრალება მაინც მოახერხეს.

სასამართლო პროცესის შედეგად, ვეიდმანსა და მილონს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ბლანს კი, 20-თვიანი პატიმრობა. 1939 წლის 16 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ალბერ ლებრანმა უარყო ვეიდმანის მოთხოვნა შეწყალების შესახებ, თუმცა მილონს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.

ვეიდმანი სიკვდილს 1939 წლის 17 ივნისის დილას, ვერსალის სენ-პიერის ციხის მახლობლად მოედანზე შეხვდა, გილიოტინისა და ბრბოს სტვენის თანხლებით.

სიკვდილით დასჯაზე დამსწრე საზოგადოება ძალიან  ხმაურიანი იყო. ბევრმა მათგანმა გაარღვია კიდეც კორდონი, რათა საკუთარი ცხვირსახოცები ვეიდმანის სისხლში ჩაეწოთ და სუვენირად წაეღოთ. სცენა იმდენად შემზარავი იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საჯაროდ სიკვდილით დასჯა აკრძალა. თუმცა, გილიოტინა „დახურული“ სიკვდილით დასჯისთვის 1977 წლამდე გამოიყენებოდა.

საფრანგეთში სიკვდილით დასჯა 1981 წელს გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები