„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ბაბუციძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ბაბუციძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოცემულ ლოკაციაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გარე-განათებები და დაიგო ასფალტის საფარი, მოსახლეობას ცხადია, აქვს პრობლემებიც და მათ შორის უმთავრესი არის სამი ავარიული კორპუსი, რომელთა მოსახლეობას სურს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ადგილობრივების გარკვეული ნაწილი ამაზე თანახმა არაა, რის გამოც პროცესი ფერხდება.
ზაქარია წიკლაურმა კიდევ ერთხელ აუხსნა მათ, რაში მდგომარეობს პროგრამის არსი და ნაყოფიერი დიალოგის იმედი გამოთქვა.