არჩილ გორდულაძე პაველ ჰერჩინსკიზე: ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემომტანია
“ეს ადამიანი წამქეზებელია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემოტანის, შუღლის კამპანიების, როდესაც იმ ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
“ეს ადამიანი წამქეზებელია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემოტანის, შუღლის კამპანიების, როდესაც იმ ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით, რომლებიც ადამიანების გარდაცვალების ფაქტსაც კი ქილიკით მოიხსენიებენ. მაგალითად, ქალბატონი ანანო დაკავშირებულია სოროსის ფონდთან, იმ ფონდთან, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ში არეულობის მოწყობას ცდილობსო, – ამ ადამიანთან მიდის, ესაუბრება და თავისი კავშირით და მხარდაჭერით ახალისებს იმ ნეობოლშევიკურ მოძრაობას და იმ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც ვხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიაში ვიზიტისას ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნას დაესწრო.