დაცული ტერიტორიების სააგენტომ წარმატებით დაასრულა მასშტაბური ციფრული კამპანია Explore Georgia: Where Nature Speaks to the Soul სპარსეთის ყურის ქვეყნებში – საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები

დაცული ტერიტორიების სააგენტომ წარმატებით დაასრულა მასშტაბური ციფრული კამპანია Explore Georgia: Where Nature Speaks to the Soul სპარსეთის ყურის ქვეყნებში – საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორთვიანი კამპანიის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული პარკებისა და ეკოტურისტული სერვისების პოპულარიზაცია და ქვეყნის, როგორც ბუნებითა და თავგადასავლებით მდიდარი ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა.

“Facebook-სა და Instagram-ზე განთავსებულმა ეროვნული პარკების ვიდეოებმა და ფოტოებმა 15 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა, რეკლამას კი, 20 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი გაეცნო. განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა სათაფლიას, ოკაცეს ჩანჩქერისა და მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ვიდეო რგოლები, რომელთა ნახვების ჯამურმა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა.

ეროვნული პარკების ვებგვერდებსა და აპლიკაციაზე დაფიქსირდა დაახლოებით 700 000 გადასვლა, რაც პოტენციური ვიზიტორების მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

ციფრულ აქტივობას ავსებდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსებული საიმიჯო ვიდეოები და ბანერები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკოტურისტული მიმართულების პოზიციონირებას კიდევ უფრო აძლიერებდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები