ევროპარლამენტმა „სამხრეთის მილსადენის“ მშენებლობა შესაძლოა საბოლოოდ აკრძალოს
ეროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი შეთანხმებების გაუქმებისკენ მიუწოდებს. მათ შორისაა გაზის მილსადენის „სამხრეთის დინების“ მშენებლობის გაუქმება, – ნათქვამია რეზოლუციაში.
„ევროპარლამენტი უკრაინაში გაზის მიწოდების სამმხრივი მოლაპარაკებების, რომლებიც ივნისში შეწყდა, გაგრძელებისკენ გამოდის, კვლავ აცხადებს უკრაინაში ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან გაზის რევერსული მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ“ , – ნათქვამია რეზოლუციაში.