ბურკინა-ფასოში კათოლიკური ღვთისმსახურების დროს თავდასხმა მოხდა – დაღუპულია, სულ მცირე, 15 ადამიანი
ბურკინა-ფასოში, სოფელ ესაკანეში კათოლიკური ღვთისმსახურების დროს თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ეკლესიაში განაცხადეს.
აბატმა ჟან-პიერ სავადოგომ თქვა, რომ სოფელ ესაკანეში მომხდარი ძალადობა იყო “ტერორისტული თავდასხმა”.
მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვიადგილობრივ ჯიჰადისტებზე აქვს, რომლებიც ხშირად ესხმოდნენ თავს დასახლებებს და უსაფრთხოების ძალებს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ რეგიონში.
ბურკინა-ფასოს დაახლოებით ნახევარს მთავრობა ვერ აკონტროლებს, რადგან მრავალი წელია, ქვეყანას ჯიჰადისტური ჯგუფები ანადგურებენ. ამ ბოევიკებმა ათასობით ადამიანი მოკლა, გადასახლდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას, რომელმაც 2022 წელს ორი გადატრიალება გადაიტანა.