ვოლოდიმირ ზელენსკი: ორი წლის წინ მტრის დესანტს აქ ცეცხლით ვხვდებოდით, ორი წლის შემდეგ კი ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, თითოეულ უკრაინელს ომის დაწყების განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა ერთადერთი ფინალი ყველასთვის გამარჯვება უნდა იყოს.

„ზუსტად აქედან უნდა დაწყებულიყო „კიევისა და უკრაინის სამ დღეში აღება“. თითოეული უკრაინელი უნებურად იხსენებს ამ დღეს. ყველას განსხვავებული ისტორია აქვს ომის დაწყების, თუმცა ამ ომის ერთადერთი ფინალი გამარჯვება უნდა იყოს და ამ გასული ორი წლის გახსენებისას ვფიქრობ, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. იხსენებ, რა გააკეთეს უკვე უკრაინელებმა. ხალხი, რომელმაც პირველ სამ დღეს გაუძლო, არ დაეცა მეოთხე დღეს და მოიგო მეხუთე. შემდეგ თვე, ექვსი თვე და ახლა უკვე ორი წელი. თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას ამ დიადი ქვეყნის დიადი ხალხი აწარმოებს. წარმოუდგენლად ვამაყობ თითოეული მათგანით. ყველა ნორმალურს სურს ომის დასრულება, თუმცა არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას. ამიტომ სიტყვებთან „ომის დასრულება“ ყოველთვის ვამატებთ „ჩვენი პირობებით“. სწორედ ამიტომ, სიტყვასთან „მშვიდობა“ ყოველთვის ჟღერს „სამართლიანი“ და მომავალში, სიტყვა „უკრაინასთან“ ყოველთვის იდგება სიტყვა „დამოუკიდებელი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები