ზელენსკი: პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ვამზადებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

ამის შესახებ მან რუსეთ-უკრაინის ომის 728-ე დღეს თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან. ძალიან არსებითი შეთანხმებებია. მოიცავს ახალ თავდაცვით მხარდაჭერას ჩვენი მეომრებისთვის, ძალიან კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც უკრაინას უფრო აახლოებს უფრო დიდ შესაძლებლობებთან. ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე ახალ შეთანხმებას უახლოეს კვირებში. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები