53 წელი ღურტის ტრაგედიიდან

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ,  1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი ავრცელებს.

“დაღუპულთა ხსოვნას ასევე, პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფელ ღურტის წარმომადგენლებმა

1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები