“ჩემი მეხსიერება წესრიგშია” – ბაიდენი სპეცპროკურორ ჰურის პასუხობს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სპეციალური პროკურორის, რობერტ ჰურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თეთრი სახლის ხელმძღვანელს საიდუმლო დოკუმენტების განზრახ შენახვის საქმეზე ბრალს არ წარუდგენენ. სპეციალური პროკურორის მოხსენებაში ბაიდენი ხასიათდება, როგორც “ცუდი მეხსიერების მქონე ხანდაზმული მამაკაცი”.

საუბარია 2017 წლის იანვრის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებაზე, რომ ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ საიდუმლო მასალები მიითვისა.

როგორც ბაიდენმა თქვა, “ეს იყო ამომწურავი გამოძიება” და რომ ის გამოძიებასთან “სრულად თანამშრომლობდა”, რაც სპეციალურმა პროკურორმაც აღიარა.

„იმდენად მქონდა გადაწყვეტილი,  სპეციალური პროკურორისთვის მიმეცა ის, რაც მას სურდა, რომ 8 და 9 ოქტომბერს ხუთსაათიან პირად ინტერვიუს და ხუთსაათიან პირად გასაუბრებას დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ 7 ოქტომბერს “ჰამასი” ისრაელს დაესხა თავს და ძალიან დაკავებული ვიყავი, რადგან საერთაშორისო კრიზისი იყო გაჩაღებული”, – თქვა აშშ-ის ლიდერმა.

ბაიდენმა სპეცპროკურორის მოხსენებაზე თქვა, რომ მისი “მეხსიერება წესრიგშია” და რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მომავალშიც აპირებს.

მისი თქმით, მისი ადმინისტრაციის დამსახურებით, ქვეყანა “ისევ ფეხზე დადგა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები