გერმანიის ხუთ ქალაქში სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება
20 იანვრიდან 25 მაისამდე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით, გერმანიის ხუთ ქალაქში – ბერლინში, დიუსელდორფში, მიუნხენში, კიოლნსა და ფრანკფურტში, გაიმართება სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება ეროვნული კინოცენტრის მიერ 2023 წელს აღდგენილი ფილმები – „ლეგენდა სურამის ციხისა“ და „აშიკ-ქერიბი“.
20 იანვარს ფილმების პირველი ჩვენება გაიმართა ბერლინის კინოთეატრ „არსენალში“.