“ჰუსიტებმა” წითელ ზღვაში ამერიკული გემი ისევ დაბომბეს
იემენის ქალაქ ადენიდან 95 საზღვაო მილის დაშორებით, “ჰუსიტებმა” ამერიკული ხომალდი ისევ დაბომბეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის საკოორდინაციო ოფისი (UKMTO) ავრცელებს.
UKMTO-ში აცხადებენ, რომ დარტყმა ჰაერიდან მოხდა.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
UKMTO აღნიშნულ რაიონში გემებს სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.