რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს ნოტა გაუგზავნა და კიევიდან პერსონალის ევაკუაციისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებს, ყველა აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობას კიევიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, გაგზავნილ ნოტაში აღნიშნულია, რომ 4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დარტყმით დაემუქრა „მოსკოვზე გამარჯვების დღეს დარტყმის მუქარასთან დაკავშირებით“.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ უკრაინა 9 მაისს თავდასხმას განახორციელებს, რუსეთი კიევსა და „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ საპასუხო დარტყმას მიიტანს.

ზახაროვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაიმუქრა, რომ „მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნას ტერორისტული თავდასხმებით ჩაშლიდა“. საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა საკუთარი მუქარა: “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს აგრესიას; ჩვენ ვუჭერთ მხარს აგრესიაზე გარდაუვალ პასუხს“, – თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ 4 მაისს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა ვადებზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები