ილიაუნის თეატრმა სეზონი „ბრიყვთა ვახშამით“ გახსნა

     ილიაუნის თეატრმა სეზონი ფრანგი დრამატურგის, ფრანსის ვებერის პიესის „ბრიყვთა ვახშამის“ პრემიერით გახსნა. 2013 წელს თეატრში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ აქ რამდენიმე ახალი სპექტაკლის დახურული ჩვენება მაინც შედგა, ამ სპექტაკლებიდან პირველს – ფრანსის ვებერის ცნობილ კომედიას „ბრიყვთა ვახშამი“ მაყურებელი 23, 24 და 25 იანვარსაც იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა. ცნობილი ქართველი მსახიობების გვერდით სპექტაკლში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც მონაწილეობენ. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები