ეკვადორის 6 ციხეში არეულობა მოხდა – საპატიმრო 32-მა პატიმარმა დატოვა, მათ შორის მაფიოზური დაჯგუფების ლიდერია

ეკვადორის 6 პროვინციის ციხეებში არეულობა მოხდა, მათ ნაწილში პატიმრებმა მძევლად ბადრაგები აიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკვადორის ციხის ორგანო – SNAI ავრცელებს.

არეულობის ჩახშობაში პოლიციის სპეცრაზმი და სამხედროები იყვნენ ჩართული.

ანდახას ციხიდან 32 პატიმარი გაიქცა, მათ შორის მაფიოზური დაჯგუფების – Los Lobos-ის ლიდერია, ფაბრისიო კოლონ პიკო, რომელიც 5 იანვარს ქვეყნის გენერალური პროკურორის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

20 პატიმრის დაკავება მალევე მოხერხდა, თუმცა დანარჩენები, მათ შორის, პიკო გარეთ რჩებიან.

პრეზიდენტმა დენიელ ნობოამ განაცხადა, რომ ციხის ბუნტი არის მაფიის რეაქციაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე კონტროლის აღდგენის მცდელობებზე.

9 იანვარს ასევე გახდა ცნობილი, რომ ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების – Los Choneros (“ხალხი ქალაქ ჩონიდან”)ლიდერი – ადოლფო მაკიას ვილამარი, მეტსახელად “ფიტო”, გაუჩინარდა. ის ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შედეგად ნობოამ ქვეყანაში ორი თვით საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები