შალვა პაპუაშვილი: მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას

“მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ტრადიციულად ყოველთვის შეჰქონდა ხოლმე უკეთესი მომავლისთვის.

ეს დღეს ასევე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დღეები, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რაც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერებაა – ეს დღეები არ დავივიწყოთ და ჩვენი, ჩვენი შვილების მეხსიერებაში იყოს ყოველთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები