სახალხო დამცველი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოს მოსახლეობას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს მოახმარეს. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი წლებია, აქტიურად მუშაობს ვეტერანთა საკითხებზე და სხვადასხვა დროს არაერთი კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული ვეტერანთა სოციალური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები