ნინო ფოჩხუა: გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს – გაქცეულ ექსპრემიერს სალაპარაკო არაფერი აქვს და იმისთვის, რომ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, არაფერი დარჩენია ტყუილის და სიცრუის გარდა
“დღეს, როცა ყველას შეუძლია ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება, გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, გახარიას პარტიის მიერ ინფლაციის მონაცემებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
ნინო ფოჩხუას განცხადებით, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ორ წელიწადში ქვეყანას 10 %-იანი ინფლაციის ზრდა ჰქონდა, მაშინ როდესაც 2024-2025 წლებში საქართველოში ინფლაციის ზრდა საშუალოდ 5 % იყო.
„მართალია ეკონომიკაში ცოტა რამ გამეგება, მაგრამ მახსოვრობა კარგი მაქვს და გაქცეულ ექსპრემიერს ამ ტყუილს არ გავუტარებ.
დღეს, როცა ყველას შეუძლია ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება, გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს. ძალიან კარგად მახსოვს გახარიას პრემიერობისას, ორ წელიწადში 10%-იანი ინფლაციის ზრდა, მაშინ როცა 2024-2025 წელს საშუალოდ ინფლაცია 5% იყო. რაც შეეხება სურსათზე ფასების ზრდას, გახარიას პრემიერობისას საშუალოდ 11%-ით იზრდებოდა, ხოლო 2024-2025 წლებში 4%-ით.
გასაგებია გაქცეულ ექსპრემიერს სალაპარაკო არაფერი აქვს და იმისთვის რომ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, სხვა არაფერი დარჩენია ტყუილის და სიცრუის გარდა, რომლის გაშიფვრაც ერთ საათში შეიძლება,“- წერს ფოჩხუა.