ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათში განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.
„მათ გასაგონად, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს “ტვიტერზე” შარლ მიშელი.