რუსეთი სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს აგებს – ჯოზეფ ბორელი

“რუსეთი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ახალი წელი კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით ასზე მეტი რაკეტის გასროლით, დრონის გაშვებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიწყო. რუსეთი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხს აგებს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები