იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა.
როგორც CNN-ი წერს, შესაბამის ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია გუშინ, 1-ელ იანვარს მოხდა. მათგან ყველაზე ძლიერი იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.