ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა

DEIR AL-BALAH, GAZA - JANUARY 02: Relatives of Matar family killed in Israeli attacks bury lifeless bodies which are taken from the morgue of Al-Aqsa Martyr's Hospital after performing the funeral ceremony as Israeli army's attacks on the Gaza Strip continue in Deir al-Balah, Gaza on January 02, 2024. (Photo by Ashraf Amra/Anadolu via Getty Images)

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22 185-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ღაზის სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 207 ადამიანი დაიღუპა და 338 დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები