შარლ მიშელი: უკრაინაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს

უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  ევროკავშირი კვლავ უკრაინის გვერდით დგას.

„მათთვის, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას.

თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ახალი წლის დღესასწაულებს ემთხვევა.

უკრაინის სულისკვეთება ვერ დაირღვევა. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს მიშელი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები