ტოკიოს აეროპორტში, სანაპირო დაცვის თვითმფრინავისა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის პილოტმა გადმოხტომა შეძლო, თუმცა მძიმედ დაშავდა.
ვარაუდობენ, რომ სანაპირო დაცვის თვითმფრინავი, რომელსაც იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საკვები გადაჰქონდა, Japan Airlines-ის თვითმფრინავს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ასაფრენ ბილიკზე დაეშვა.
ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ჰანედას აეროპორტში მომხდარის გამო ყველა ფრენა გაუქმებულია.