ტოკიოს ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავი ცეცხლის ალშია გახვეული.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ Japan Airlines-ის რეისი შესაძლოა იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა.