იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი იშიკავას პრეფექტურის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება და ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი.

მიწისძვრის შედეგად ჩაკეტილია გზები, განადგურებულია მანქანები და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია გუშინ, 1-ელ იანვარს მოხდა. მათგან ყველაზე ძლიერი იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები