იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში დღევანდელი მიწისძვრების სერიის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ სააგენტო Kyodo ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო სამი და რამდენიმე წუთის შუალედში განმეორდა.
5.7 მაგნიტუდის პირველი ბიძგები ადგილობრივი დროით 16.06 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ იყო – 7.6 მაგნიტუდა, კიდევ 8 წუთში – მიწისქვეშა ბიძგებმა 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.