“უკრაინა რუსეთის მტერი არ არის” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა რუსეთის მტერი არ არის.

მისი თქმით, მტერი არის ის, ვისაც სურს მიაღწიოს რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას ბრძოლის ველზე, ვისაც უნდა რუსული სახელმწიფოებრიობა განადგურება.

ამის შესახებ მან ვიშნევსკის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო პერსონალთან შეხვედრისას თქვა.

“ასე იყო საუკუნეების მანძილზე, სამწუხაროდ, და ახლაც გრძელდება. უკრაინა არ არის ჩვენი მტერი. მაგრამ ვისაც სურს რუსეთის სახელმწიფოებრიობის განადგურება, ვისაც სურს მიაღწიოს, როგორც ამბობენ, რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას ბრძოლის ველზე, და ეს ძირითადად დასავლეთშია, თუმცა იქაც არიან ადამიანები, რომლებსაც მოვწონვართ, თანაგვიგრძნობენ. მაგრამ არიან ე.წ. ელიტები, ვისთვისაც რუსეთის არსებობა, მისი ამჟამინდელი ხარისხით და ამჟამინდელი მასშტაბის, როგორც ფიქრობენ – მიუღებელია“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები