იაპონიაში მიწისძვრების სერიის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაზიანდა

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაზიანდა, არსებობს ცნობები ხანძრებისა და დაშავებულთა შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NHK ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია ტოიამას პრეფექტურაში დაზიანებების შესახებ, თუმცა თავად იშიკავას პრეფექტურაში არსებული ვითარების შესახებ ცნობები ჯერ ისევ არ არის.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქ ვაძიმაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თუმცა დეტალები უცნობია.

ასევე ვრცელდება ცალკეული ცნობები დაშავებულთა შესახებ. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

იაპონიის დასავლეთით ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა.

მათ დაარქვეს „მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე“.

5.7 მაგნიტუდის პირველი ბიძგები ადგილობრივი დროით 16.06 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ იყო – 7.6 მაგნიტუდის ბიძგები, კიდევ 8 წუთში – რყევის 6,1 მაგნიტუდა დაფიქსირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები