იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის საფრთხე

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში 5-წუთიანი შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტო ავრცელებს.

პირველი 5,7 მაგნიტუდის ბიძგები, ადგილობრივი დროით 16:06 საათზე დაფიქსირდა, მეორე, უკვე 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა – 16:10 საათზე მოხდა.

ძლიერი ბიძგები ოსაკასა და კიოტოში, ასევე ტოკიოში იგრძნობოდა.

ქვეყანაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

დასავლეთ სანაპიროზე 50 სანტიმეტრიდან 1,2 მეტრამდე სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.

შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

იშიკავას პრეფექტურაში ყველა ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად პრემიერმინისტრთან საგანგებო შტაბი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები