სოზარ სუბარი: რამდენადაც შოკი იყო ჩვენი ნაბიჯი ოპოზიციისა და NGO საზოგადოებისთვის, იმდენად სიხარულით შეხვდა ჩვენს ნათქვამს ხალხი
„პოლიტიკურ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. რა ნაბიჯებს გადავდგამთ „ხალხის ძალა”, ვნახოთ მომავალ წელს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, საბრძოლო კიდევ ბევრია, კანონები მისაღებია, ხალხსაც ჭირდება სიმართლის ის დოზა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ და რაც დავამკვიდრეთ. ძალიან ძნელად დასაჯერებელი იყო ჩვენთვისაც კი, ვინც ეს ნაბიჯი გადავდგით, თუ როგორ აიტაცა და როგორ ზუსტად და სწორად მიიღო ხალხმა სიმართლე. რამდენადაც შოკი იყო ჩვენი ნაბიჯი ოპოზიციისა და NGO საზოგადოებისთვის, იმდენად სიხარულით შეხვდა ჩვენს ნათქვამს ხალხი.
დოზირება იქნება საჭიროების შესაბამისად. პოლიტიკურ ცხოვრებას რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. რა ნაბიჯებს გადავდგამთ „ხალხის ძალა”, ვნახოთ მომავალ წელს,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.